www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "სალო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს სარეცხ საშუალებებს (სარეცხი ფხვნილი, საპონი, შამპუნი და ა.შ.)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და კოორდინირება
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნის შესწავლა
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** დებიტორების კონტროლი
** წლიური გაყიდვების გეგმის შემუშავება და ყოველთვიური განახლება
** მომხმარებლის მონაცემთ ბაზაზე მუშაობა მისი განახლება და კონტროლი
** კომპანიის გაყიდვების გეგმის რეალიზაციის მონიტორინგი
** კომპანიის ბაზრის წილის ზრდაზე ზრუნვა
** საჭიროებისამებრ ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გუნდის კოორდინირება
** კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
** გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა
** პროცესების მართვის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი
** ორგანიზებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** პროცესის მართვის უნარი
** ამ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სქესი მდედრობითი/მამრობითი
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური)

სამუშაო განაკვეთი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: gburdulivc@gmail.com.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |