www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების თანამშრომელი
მომწოდებელი: Air Management Systems
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"(AMS) Air Management Systems" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

"ეარ მენეჯმენტ სისტემს" 1998 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და უკვე 23 წელია წარმოადგენს მრავალპროფილურ სავენტილაციო სისტემების საწარმოს, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დანადგარებით, საწარმო აწარმოებს სხვადასხვა ტიპის, ფორმის და სირთულის პროდუქციას (ცხაურები, ჰაერის მარეგულირებელი დემფერები, სერვის ლუქები და სხვა.)

კომპანიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://www.ams.com.ge/ka/about-us

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევი
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე, ერთი საათი შესვენება.
ანაზღაურება: 800 ლარიდან, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3

მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** გამოშვებული პროდუქციის შეფუთვა და დახარისხება;
** წარმოების პროცესში დაზგასთან მომუშავე ინჟინრის დახმარება;
** საწარმოო ხაზის გაუმართაობის, წუნიანი პროდუქციის აღმოჩენის ან რაიმე სხვა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
** ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი ან პროფესიული განათლება;
** საწარმოში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);

სასურველი უნარები:

** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გამოცდილებისადმი ღიაობა, ახალი ცოდნის მარტივად მიღების უნარი;
** ორგანიზებული;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მზარდ სახელფასო სისტემას;

"AMS" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას წარმოების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy.ams@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწარმოს თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი 2022 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 577 93 88 84;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

AMS მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |