www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

კომპანია "ბი ჯგუფი" 2017 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

კომპანია "ბი ჯგუფი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას:

ძირითადი მოვალეობები:

** მთავარი ბუღალტრის და ფინანსური დირექტორის დავალებების შესრულება
** პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა
** სამეურნეო ოპერაციების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით, ან სტუდენტი;
** სასურველია რუსული და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ბაზისურ დონეზე ცოდნა;
** ACCA-ს კურსები ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სტაჟირების პირობები: შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან სტაჟირებას ბუღალტრის პოზიციაზე. სტაჟიორები პრაქტიკულ ბუღალტერიასთან ერთად, შეისწავლიან, ფინანსურ სააღრიცხვო პროგრამებს, პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან მუშაობას, საგადასახადო კოდექსს და საოფისე პროგრამებს.

ლოკაცია: ლვოვის ქ. 95
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
შესვენება: 1 საათი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: შეთანხმებით

გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@begroup.ge, აუცილებელია რეზიუმეს გადმოგზავნისას სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |