www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"ზღაპარი" ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე ადამიანების დასაქმების ადგილია, სადაც არ გვეშინია სიახლეების, ვკითხულობთ სირთულეების შესახებ, ვეხმარებით და მადლობას ვუხდით ერთმანეთს გაწეული შრომისათვის.

შემოგვიერთდით! ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ გურჯაანში.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო საინტერესო გარემოში, კონკურენტული შრომის პირობებით.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 900 ₾ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები

** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში;
** სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმური შენაძენის კონტროლი;
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი;
** ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი;
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი;
** მომხმარებელთან სისტემატური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.

მოთხოვნები:

** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე);
** აუცილებელია ოფის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა აპექსის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ყურადღებიანობა;
** სწრაფი აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2022 წლის 12 ოქტომბრისა. (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი).

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |