www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერაციათა მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოსილქ თრანსლეიშენს
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ჯეოსილქროუდ" წარმოადგენს ბიზნეს საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც კონსულტირებას უწევს კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან განახორციელონ საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა და ინვესტირება. აღნიშნული გულისხმობს საჭირო ნებართვის მიღებას, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას! კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც მუდამ მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: https://geosilkroad.company

კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ ადამიანს, გუნდის ახალ წევრს, ოპერაციათა მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული სამუშაო გრაფიკი;
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმისწარმოების/კანცელარიის მართვა (შემოსული, გასული წერილების რეესტრის წარმოება ელექტრონულად და მატერიალურად);
** კომპანიის სამუშაო მეილების კონტროლი. შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება, საჭიროების შემთხვევაში წერილების გადამისამართება შესაბამის კომპეტენტურ თანამშრომელთან და დროული რეაგირების მონიტორინგი;
** წერილობითი კორესპონდენციების მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა პარტნიორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა ორგანიზაციებთან საჭიროების შესაბამისად;
** კომპანიის ყოველდღიური გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათ შორის კომპანიის თანამშრომლების ეფექტურად მუშაობისა და კომპანიის სამუშაო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით პრობლემების იდენტიფიცირება, აღმასრულებელ დირექტორთან კოორდინაცია და პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო პროცედურის განხორციელება;
** კომუნიკაციების და მარკეტინგის მენეჯერებთან კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერი ინფორმაციის/მასალის მიწოდება;
** კომპანიასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამუშავება, შეკრება და შენახვა; ** საჭიროების შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის დავალებით, ქვე-კონტრაქტორებთან შეკვეთის გაკეთება და კოორდინაცია;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული სერვისების მიმართულებით დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთებთან და ქვე-კონტრაქტორებთან ურთიერთობების დამყარება, შემოსული დაკვეთების მართვა, დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
** სხვადასხვა შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** აღმასრულებელი დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, აღმასრულებელი დირექტორის მითითებით მოლაპარაკებების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მიმართულებით;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონაზე ცოდნა;
** დამატებით სხვა ენის, განსაკუთრებით არაბულის, ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsr.ge. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოპერაციათა მენეჯერი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |