www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის ოპერატორი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: ლოგისტიკის ოპერატორი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13/10/2022
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკის მენეჯერთან შეთანხმებით, პრისეილერისგან მიღებული სარეალიზაციო პროდუქციის მომდევნო სამუშაო დღისთვის დისტრიბუციის მანქანებზე პროგრამული განაწილება ტონაჟის, პროდუქციის ასორტიმენტის, სავაჭრო ზონების, პრისეილერების მიხედვით;
** სავაჭრო ობიექტებისათვის ზონალური ნომრის/კოდის მინიჭება ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით; კოდების სისწორის მუდმივი მონიტორინგი, შეცდომის შემთხვევაში დროული გამოსწორება;
** საჭიროების შემთხვევაში ერთი და იმავე მანქანის იმავე დღეს ხელმეორედ დატვირთვა მეორე რეისისთვის (უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით GPS-ის მონაცემების მიხედვით მისაწვდომი მანქანის შერჩევა, ინფორმირება მეორედ დატვირთვის საჭიროების შესახებ, შეკვეთის ხელახალი განაწილება პროგრამულად);
** მიმდინარე დღეს კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დირექტორისა და გაყიდვების განყოფილებისთვის.
** ფიზიკურ პირებზე ანგარიშის გახსნა პროგრამაში;
** ფიზიკურ პირისთვის (მათ შორის თანამშრომლისთვის) სარეალიზაციო პროდუქციის საბუთის მომზადება და პროგრამული ასახვა;
** ფიზიკურ პირზე, მათ შორის თანამშრომლებზე კონსიგნაციით გაცემული პროდუქციის ლიმიტისა და დავალიანების კონტროლი; თანამშრომელზე პროდუქციის გაცემა დაწესებული ლიმიტების მიხედვითა და არსებული დავალიანების გათვალისწინებით, ლოგისტიკის განყოფილების თანამშრომლების დავალიანების კონტროლი;
** კლიენტის ან თანამშრომლის მიერ გადახდილის თანხის სალაროში შეტანის დოკუმენტურად და პროგრამულად გაფორმება და მოლარესთან გადამისამართება;
** მძღოლის და ავტომობილის ცვლილების ასახვა შემოსავლების სამსახურის საიტზე;

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ლოგისტიკის მიმართულებით
** RS.ge-ზე მუშაობის ცოდნა და უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |