www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Loyal Partners
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ლოიალ ფართნერს" წარმოადგენს სწრაფად მზარდ ფინანსური მომსახურების კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ღირებულებებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აზროვნების თავისუფლება, რაც თანამშრომლებს თანაბარ საშუალებას აძლევს გამოავლინონ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობები.

ბაზარზე სწორი პოზიციონერებით, ინოვაციური მიდგომებით და ჰორიზონტალური მენეჯმენტით ლოიალ ფართნერსმა უმოკლეს დროში დაასაქმა +15 ადამიანი და შეიძინა 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია.

"ლოიალ ფართნერს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო გადარიცხვების ორგანიზება;
** იმპორტის ოპერაციების და სხვა საბუღალტრო გატარებების დარეგისტრირება;
** საბუღალტრო ბაზის გადამოწმება, გატარებების სისწორის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** დამკვეთისთვის რეპორტების მომზადება.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ACCA ჩაითვლება პრიორიტეტად,

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება ხელზე ასაღები 1000-1500 ლარის ფარგლებში და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@loyalpartners.ge. განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |