www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამების სპეციალისტი
მომწოდებელი: რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამების სპეციალისტის პოზიციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურში.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

** კონტაქტების დამყარება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან;
** მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, ქსელებსა და კავშირებში უნივერსიტეტის და/ან მისი ცალკეული ფაკულტეტის გაწევრიანება;
** სასწავლო-სამეცნიერო, გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
** სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და პროფესორების საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში ჩართვის მიზნით საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, ხელშეწყობა;
** ერასმუს + ინსტიტუციური განვითარების და სხვა გაცვლითი პროექტების მართვაში მონაწილეობა;
** პროექტის გუნდთან მუდმივი კოორდინაცია და თანამშრომლობა, გუნდთან ერთად განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, ანგარიშების მომზადება გაწეული საქმიანობის შესახებ;
** პროექტით გათვალისწინებული აქტივობების კოორდინაცია;
** პროექტის სამუშაო შეხვედრებში უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა;
** ფესტივალებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ვორქშოფებში რექტორის, სტუდენტების, პედაგოგების, ადმინისტრაციის წევრების ინფორმირება, ჩართვა, დოკუმენტაციის მომზადება და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/ორგანიზება/ხელშეწყობა;
** სტუმრების, უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების დელეგაციების მიღების ორგანიზება;
** პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებლობებისა და რესურსების წარმოჩენა.
** საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, წარმომადგენლობებთან, მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სამინისტროებთან, საინფორმაციო ცენტრებთან თანამშრომლობა;
** კორესპონდენციის წარმოება;
** დოკუმენტაციის თარგმნა;
** საჭიროების შემთხვევაში ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმანი;
** ხელმძღვანელის დავალებით სხვა მსგავსი დამატებითი ფუნქციების შესრულება.

კომპიუტერული პროგრამები:

საოფისე პროგრამები: Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft PowerPoint

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** თვითგანვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწორად დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** სიახლეებისადმი ინტერესი.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინ. 1 წელი
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი
** ენები: ინგლისური (C1, C2) (სასურველია ინგლისური ენის C 1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა)
** სასურველია და არასავალდებულო სხვა უცხო ენის ცოდნა

თანამდებობრივი სარგო: 900 ლარი (დამატებითი ანაზღაურება მიმდინარე პროექტების ფარგლებში)

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს უნივერსიტეტში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: info@tafu.edu.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროგრამების სპეციალისტი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების ბოლო ვადა: 2022 წლის 5 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |