www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საპროექტო წინადადებების ავტორი
მომწოდებელი: ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"PMO Business Consulting" აცხადებს ვაკანსიას საპროექტო წინადადებების ავტორის (Proposal Writer) პოზიციაზე.

PMO წარმოადგენს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელმაც 2011 წლიდან სხვადასხვა სექტორში წარმატებით განახორციელა 200-ამდე საკონსულტაციო პროექტი. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო მოიცავს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, ორგანიზაციულ განვითარებას, ბაზარზე შესვლისა და ბაზრის ათვისების მექანიზმების შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვას, მარკეტინგისა და პროდუქტის განვითარების მიმართულებას, ასევე ფინანსურ და რისკის მენეჯმენტს. ჩვენ შემუშავებული გვაქვს კლიენტების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შეფასების ინდივიდუალური მიდგომა. ნებისმიერი საქმიანობა ჩვენი გუნდის მიერ მაღალი პასუხისმგებლობით ხორციელდება და შესაბამისად ჩვენი ყოველი პროექტი შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: www.pmo-bc.com

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული, მოქნილი სამუშაო გრაფიკი. კვირაში რამდენიმე დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

ფუნქციები და მოვალეობები:

** ორგანიზაციის საქმიანობასთან რელევანტური საპროექტო განცხადებების მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
** საპროექტო წინადადებების მომზადება და წინადადების შემუშავების პროცესის მართვა;
** საპროექტო წინადადებების მომზადება გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკის, ბიზნესის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** დონორული, კერძო ან საჯარო სექტორისთვის საპროექტო წინადადებების მომზადების გამოცდილება;
** მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება დონორული, კერძო ან საჯარო სექტორისთვის საპროექტო წინადადებების მომზადების მიმართულებით;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე;
** ძლიერი წერითი უნარები როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენებზე;
** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებისა და დედლაინების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

** CV;
** მინიმუმ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
** ინგლისურ ენაზე მომზადებული ანგარიშის/საპროექტო წინადადების ნიმუში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 13 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@pmo-bc.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |