www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მეორადი ავტომობილების ლიზინგის მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: რუსთავი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი);
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი).

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები

** გაყიდვების მიზნით კლიენტების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება;
** დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;
** დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
** განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;
** პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;
** არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილგანწყობა/პოზიტიურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |