www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსკავატორის ოპერატორი
მომწოდებელი: თეგეტა რენტალს
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"თეგეტა რენტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0001674
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: სერვისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი

უნარები:

** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დამატებითი მოთხოვნები:

** ტექნიკის (ექსკავატორის) ოპერირების უნარი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - S კატეგორია;
** ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულების უნარი;
** ტექნიკის მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულების უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** ექსკავატორის ოპერატორი პასუხისმგებელია მიმაგრებული ტექნიკის მოვლა-პატრონობაზე და ვალდებულია, შეასრულოს დამქირავებლის მითითებები კომპეტენციის ფარგლებში.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულებამდე, ექსკავატორის ყოველდღიური მომსახურების ჩატარება. (ძრავის ზეთის დონის შემოწმება, გამაგრილებელი სითხის დონის შემოწმება, საწვავის სისტემაში არსებული მდგომარეობის ინსპექტირება, საჭიროების შემთხვევაში წყლის სალექარი ფილტრებიდან წყლის ჩამოცლა და სახელმძღვანელოთი გაწერილი სხვა სამუშაოების შესრულება);
** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულების უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის დასრულებისას, ტექნიკის გადაყვანა სადგომზე და შესაბამისი ზომების მიღება მისი არაკანონიერი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით (ავტომანქანის სალონის დაკეტვა; ხელსაწყოების უსაფრთხოდ დაფიქსირება/დაკეტვა).

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1674



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |