www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტიფლისი სწრაფი კვება
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ტიფლისი სწრაფი კვება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავლბარი-ჰამლეტ გონაშვილის ქუჩა # 9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ანგარიშსწორების პროცესის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად
** მომხმარებელთა ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება
** მომხმარებლის კონსულტირება კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ
** სალაროში თანხის ლიმიტის მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოდილება
** რუსული და ინგლისური ენის საბაზისო-საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (ყოველ მეორე დღეს)
ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კვებას დღის განმავლობაში

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tiflisifood-hr@outlook.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ტიფლისი სწრაფი კვების" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |