www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო კურსი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 03412_application_form_5169330.zip
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკატო კურსის ახალ ნაკადზე კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს გრაფიკული დიზაინი ან გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით. დაეუფლოს პროგრამების ფოტოშოპისა და ილუსტრატორის საფუძვლებს, რაც მათი იდეების გრაფიკულად წარმოჩენაში დაეხმარება.

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი + დასკვნითი პრეზენტაცია
კურსი ინტენსივობა: კვირაში ორჯერ 2 საათი სულ კვირაში 4 საათი
კურსის ღირებულება: 550 ლარი
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის: 400 ლარი

რას ვისწავლით?

** Adobe photoshop-ისა და Adobe illustrator-ის პროგრამების საფუძვლებს;
** საბეჭდი და ვებ მასალების მომზადებას;
** მოცემული ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობას;
** წიგნის ყდის ვიზუალზე მუშაობასა და ბეჭდვის სპეციფიკაციას;
** სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობას.

დამატებითი ბენეფიტები:

** მსმენელები იმუშავებენ წიგნის ყდის დიზაინის მიმდინარე და მოქმედ პროექტზე და სასურველი დიზაინის შექმნის შემთხვევაში იქნება დამწყები დიზაინერის ნამუშევრის დაბეჭდვის შესაძლებლობა;
** სწავლების პროცესში ტრენერთან ერთად ჩართული იქნება გამომცემლობა "პალიტრას" გრაფიკოს-დიზაინერი;
** გაიცემა საქართველოს უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

სწავლა დაიწყება 6 ოქტომბერს და განხორციელდება კომპიუტერულ აუდიტორიაში ცოცხალ რეჟიმში ორშაბათი 19.00 და ხუთშაბათი 19.00

აპლიკაციები და/ან განაცხადები მიიღება 3 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტით na.matchavariani23@gmail.com ან მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, VI სართული, ოთახი №627

დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვირეკეთ: ტელ: 571373399

ღირებულება უნდა ჩაირიცხოს ბანკის ანგარიშზე (რეკვიზიტები გადმოგეცემათ ადგილზე) კურსის დაწყების პირველ კვირას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |