www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მუშა
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშას პოზიციაზე ცენტრალური საწარმოსთვის.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 10 კვების ობიექტით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/

გრაფიკი - სრული განაკვეთი. 07:00-16:00 (შაბათს 07:00-12:00)
დასვენება - კვირაში 1 დღე,
ანაზღაურება - ფიქსირებული 600 ლარი
მისამართი: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჰუალინგი პლაზა ჯუმბერ ლეჟავას 22

ტრანსპორტირებას და კვებას კომპანია უზრუნველყოფს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის განთავსება საწყობში;
** მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა;
** დამზადებული პროდუქციის დახარისხება წინასწარ განსაზღვრული რაოდენობებით ობიექტების მიხედვით;
** საწყობში მიმდინარე შიდა სამუშაოების წარმოება;
** აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიაში არსებული შიდაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |