www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლუდსახარში არგო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ლუდსახარში "არგო" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზარზე მაგარი სელცერი.

კომპანია აცხადებას ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ლილო, ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** FMG-ის გაყიდვების შედარება;
** ექსპორტის მენეჯერული ფაილის შედარება;
** დაგეგმილი გაყიდვების და ბიუჯეტის მიხედვით წლიური საპროგნოზო რეპორტის მომზადება;
** ნედლეულის ფასების მონიტორინგის რეპორტის მომზადება;
** ლუდის ბაზრის რეპორტის მომზადება;
** ლიცენზიის რეპორტის მომზადება;
** ძირითადი საშუალებების შესყიდვების და გადახდების რეპორტი;
** დებიტორების რეპორტი;
** დამატებითი პროექტების, ყოველდღიური კალკულაცია, მონიტორინგი რეპორტინგი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით;
** Excel-ის კარგად ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას;
** დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან).

მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |