www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო რუმს ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს ზედა საფეხურზე მდგომ მზარეულებს;
** ზედმიწევნით იცოდეს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის გამოყენება;
** უზრუნველყოს იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
** წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი;
** ზედმიწევნით დაიცვას კომპანიაში დაწესებულ შრომისა და ჰიგიენის სტანდარტები.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთ მოყვანილი აღწერილობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |