www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: მულტი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram, youtube და სხვ.) განვითარება და მართვა;
** კომპანიაში არსებული ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** სოციალური გვერდების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა;
** Youtobe channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** სოციალური მედიის მენეჯერის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics).

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Vacancy@multimarket.ge 2022 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |