www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელ პროგრამა
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ტერაბანკი" "Next Generation" პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას თბილისში მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარიერის დაწყება და განვითარება სურს საბანკო სფეროში.

"Next Generation" პროგრამა შედგება თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კურსისგან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი პირველ ეტაპზე დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად და წარმატების შემთხვევაში, ექნება ტერაბანკში წინსვლის შესაძლებლობა.

პროგრამის პირობები:

** თეორიული და პრაქტიკული მომზადება პროფესიონალი ტრენერების მიერ
** ანაზღაურებადი პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში:

- პირველ ეტაპზე დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად. ანაზღაურება 500 ლარი ნამუშევარ დღეებზე დაანგარიშებით
- ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების საფუძველზე

ეს პროექტი არის შენთვის:

** თუ იცი საოფისე პროგრამები
** თუ ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე
** თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი
** თუ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრის 18:00 სთ-მდე მისამართზე: HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პროგრამის "Next Generation" დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"ტერაბანკი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |