www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ძალიან მალე გიმასპინძლებთ თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის მქონე, 4+ ვარსკვლავიანი სასტუმრო "ონიქსი". მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო, ელეგანტური, კომფორტული და მყუდრო, 98 ოთახით, 4 საკონფერენციო დარბაზით, რესტორნითა და კაზინოთი.

თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ უშუალოდ ჩაერთოთ სასტუმროს გახსნის პროცესში, შექმნათ და მიიღოთ უდიდესი გამოცდილება უცხოელ მენეჯმენტთან მუშაობით.

მოუთმენლად ველით გუნდის ახალ წევრებს შემდეგ პოზიციაზე: ბელბოი.

რას ვითხოვთ თქვენგან?

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას, თუნდაც მინიმალურს;
** საკუთარი საქმის სიყვარულს;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობას.

რას გთავაზობთ?

** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევით და კვებით უზრუნველყოფას;
** დასვენების დღეები: კვირაში 2დღე
** 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
** ხელფასი: 600 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)+ბონუსები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@onyxtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 930 930.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |