www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.

"ორეი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: თბილისი, მარნეული, გურჯაანი, ხაშური, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვების და წარმოდგენის ორგანიზება შესაბამის ქსელში;
** სადისტრიბუციო ქსელში შეკვეთების მენეჯმენტი;
** სადისტრიბუციო პროდუქციის მახასიათებლების და აღწერილობის სრულფასოვნად ცოდნა;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** ასაკი: 21-40 წელი;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: l.lomtadze@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პრისელერი, რეგიონი) ტელ:591 546 415.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |