www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომღერალი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის შპს "კატევე ტურსი" აცხადებს ვაკანსიას მომღერლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეპერტუარის შედგენა;
** საღამოების შესასრულებელი პროგრამების წარმართვა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** სტუმრებისთვის პოზიტიური და სასიამოვნო გარემო/განწყობის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მუსიკალური;
** შემოქმედებითი;
** იმპროვიზაციის კარგი უნარი;
** ორიგინალური;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 14 ოქტომბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მომღერალი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |