www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი-ოპერატორი
მომწოდებელი: betlive.club
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"betlive.club" არის საქართველოში ყველაზე ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სათამაშო სივრცეების ქსელი, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ კონცეფციას, მომსახურებასა და მრავალფეროვან სათამაშო სივრცეებს.

"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: სარფი;
** სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი და 800 ლარამდე ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;
** ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.

საჭირო მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

"betlive.club" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** Fitpass;
** დრესკოდის უზრუნველყოფას;
** სამზარეულოს;
** კომპანიისგან სერტიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კოლეგიალურ-გუნდურ კოლექტივს;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |