www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების სპეციალისტი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქსი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ქალაქის ცენტრალურ უბანში, ძალიან მალე გიმასპინძლებთ თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის მქონე, 4+ ვარსკვლავიანი სასტუმრო "Onyx". მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო, ელეგანტური, კომფორტული და მყუდრო, 98 ოთახით, 4 საკონფერენციო დარბაზით, რესტორნითა და კაზინოთი.

თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ უშუალოდ ჩაერთოთ სასტუმროს გახსნის პროცესში, შექმნათ და მიიღოთ უდიდესი გამოცდილება უცხოელ მენეჯმენტთან მუშაობით.

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციაზე დასაქმდებიან როგორც ქალბატონები, აგრეთვე მამაკაცები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საკუთარი საქმის სიყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სასტუმროს გახსნის შემდეგ ჯანმრთელობით დაზღვევით და კვებით უზრუნველყოფას;
** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა, მუშაობთ კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკით;
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე;
** ხელფასი: 800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@onyxtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 571 930 930



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |