www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის განყოფილებაში ქოფირაითერის პოზიციაზე.

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000-2500 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით)
** ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.;
** ადგილმდებარეობა: თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ყოველთვიური ბონუსი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება;
** უფასო კვება;
** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო პარკინგი.

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიის საიტზე პროდუქტების შესახებ ტექსტის განთავსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** სარეკლამო მასალისთვის (ვიდეო რგოლი, ნაბეჭდი მასალა, ვებსაიტი, სოციალური მედია) ტექსტების მოფიქრება, დამუშავება;
** SMS ტექსტების, მეილის, ბანერის და პოპ-აპ მესიჯების მომზადება;
** კონტენტის მონიტორინგი და მართვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** წერის, თარგმნის და კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** შემოქმედებითობის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოფირაითერი".

დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |