www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტკბილეულის დიზაინერის ასისტენტი
მომწოდებელი: საკონდიტრო ლილისი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ტკბილეულის საწარმო "ლილისი" აცხადებს ვაკანსიას ტკბილეულის დიზაინერის ასისტენტის პოზიციაზე.

თუ მცირედით მაინც გეხერხებათ ხატვა ან ძერწვა, ჩვენ შეგასწავლით ადგილზე პროფესიას.
თუ ხართ მოტივირებული და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

** სადღესასწაულო ტორტებისთვის მარციპანის ელემენტების მომზადება;
** ქაფქეიქების დიზაინთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
** მინიმალურ დონეზე ხატვა ან ძერწვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტით შემდეგ მისამართზე bakerylilisi@gmail.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |