www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: საფა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია შპს "საფა" 2011 წლიდან, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. კომპანია წარმოადგენს საკონსულტაციო ცენტრს და დახმარებას უწევს უცხოელ მომხმარებლებს. კომპანიის უმთავრესი ღირებულებებია ურთიერთპატივისცემა, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
** საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, ოფისის საკანცელარიო ნივთებით, ასევე ყველა საჭირო პროდუქტითა და ინვენტარით უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** სტუმრების დახვედრა, შეხვედრების და თათბირების ორგანიზება.

მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10 საათიდან 18 საათამდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მითითებულ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ აღწერაში მიუთითეთ პოზიცია: S.safa@mail.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |