www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: Spribe
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "სპრაიბ საქართველო" - "Spribe"-ის შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.

https://spribe.co

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მენეჯმენტთან კოორდინაცია, ადამიანური რესურსების სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
ა** ხალი კადრების მოძიების პროცესის მართვა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ვაკანსიის გამოქვეყნებას (ან პირდაპირი გზით მაგ. LinkedIn-ით მოძიებას), რეზიუმეების გადარჩევას, გასაუბრებების ჩატარებას, შეთავაზების გაკეთებასა და ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე - ახალი კადრების სამსახურში ადაპტაციაში ხელშეწყობას;
** კონფლიქტების მოგვარება პოზიტიური და პროფესიული შუამავლობით;
** ადამიანური რესურსების მართვისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება, როგორიცაა შრომის ხელშეკრულებების გაფორმება, კომპანიის შინაგანაწესის შედგენა/განახლება/გაცნობა, დაზღვევის და სხვა წამახალისებელი შეთავაზებების ადმინისტრირება;
** ადამიანური რესურსების პოლიტიკის შემუშავება-განახლება; მისი ინფორმირებულობისა და დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო ადგილზე წესრიგის, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შენარჩუნება;
** სამუშაო პროცესში კადრების მიერ გადაცდომებზე შესაბამისი გამოძიების ჩატარება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა ან ბიზნეს-ადმინისტრირება);
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობის აწყობისა და შენარჩუნების უნარი;
** სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);
** Microsoft-ის საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).

საწყისი ხელფასი 2500 ლარიდან.

გთხოვთ, CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: jobs-recruitment-georgia@spribe.co და სათაურში მიუთითეთ რეკრუტერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |