www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"ბეთლაივი" არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში.

"ბეთლაივი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას.
ანაზღაურება: 800 - 1600 ლარი (ხელზე ასაღები თანხა + ბონუსი).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის, მის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების ანგარიშებთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა: უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** კორპორატიული დაზღვევა;
** უფასო კვება;
** უფასო პარკინგი;
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: www.betlive.com
წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |