www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი - რეზერვი
მომწოდებელი: გრინვილი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "გრინვილი" დაარსდა 2016 წელს და წარმოადგენს რძის პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საწარმოს, რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის მცენარეული ცხიმის სპრედს, მარგარინსა და ქართულ ყველს.

"გრინვილი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომლის (რეზერვი) თანამდებობაზე.

პირობები:

** ხელფასი: დღიური ანაზღაურება;
** სამუშაო განაკვეთი: დროებითი პოზიციაა და იმუშავებს დაახლოებით 2 თვის მანძილზე ან იმუშავებს მხოლოდ საჭიროების შესაბამისად. (თანამშრომლის შვებულებაში გასვლის ან/და გაცდენის შემთხვევაში);
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ლორთქიფანიძის 13 გ.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღება: პროდუქტის ჩამოსხმა, შეფუთვა, ეტიკეტირება;
** ინგრედიენტების დოზირების შემოწმება, მომზადება;
** კომპანიის საწარმოო სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დანადგარების სანიტარულ-ჰიგიენურად დამუშავების პროცედურების უზრუნველყოფა;
** წარმოების მენეჯერის დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწარმოს თანამშრომელი (რეზერვი)".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |