www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ცენტრის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ცენტრის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით.

დამატებითი მოთხოვნები:

** ხელმძღვანელის პოზიციაზე ან ანალოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის თანამშრომლებს შორის დავალებებისა და შემოსული კორესპონდენციის განაწილება, აგრეთვე მათ დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ცენტრის მოქმედების არეალში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელის და მასთან დაკავშირებული დამხმარე ობიექტების (გაზგამანაწილებელი პუნქტები, აღრიცხვისა და რედუცირების კვანძები და სხვა) მართვა;
** საცალო მომხმარებლების მფლობელობაში არსებული გაზგაყვანილობის და გაზის დანადგარების/ხელსაწყოების გეგმური შემოწმების გრაფიკის შემუშავება, მისი ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მომხმარებელთა/მოქალაქეთა მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** გეგმურად და არაგეგმურად გათიშული შენობების შიგნით გაზის დადგენილი წესით, უსაფრთხო გაშვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ცენტრის მიერ მიღებული მასალების გაცემა/გახარჯვის, ასევე დასაწყობებული ნაკლის მქონე (დეფექტური) ბუნებრივი გაზის მრიცხველების და სხვა ტექნიკური მასალების აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებასა და მომხმარებელთათვის დადგენილი ტექნიკური მოთხოვნების დაცვით გაზის ოპტიმალური წნევით მიწოდებაზე მუდმივი ზრუნვა;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების ჯეროვნად შესრულება და სისტემატური ზედამხედველობა თანამშრომელთა მიერ მათ დაცვაზე;
** ცენტრის ტექნიკოსებზე და უფროს ტექნიკოსებზე გაწერილი ლუქებისა და აქტების მოვლა-პატრონობისა და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ყოველდღიური და ყოველთვიური აღრიცხვა და ანალიზი;
** მომსახურების ცენტრის უფროსი ტექნიკოსების ანგარიშების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ფუნქციების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

უნარ-ჩვევები:

** საქმისადმი ერთგულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** თანამშრომლებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამები;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV).

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს Covid-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancies@te.ge და ელ. ფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 15 ოქტომბერი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებ-გვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |