www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას:

თანამდებობა: ფსიქოლოგი
მომსახურება/პროექტი: მიუსაფარ ბავშვთა ცენტრი
დასაქმების ტიპი: კვირაში 24 სთ. (60% -იანი დატვირთვა) სამუშაო დღეები განისაზღვრება უშუალო ხელმძღვანელის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელსაც დასაქმებული ეცნობა ყოველი თვის 01 რიცხვამდე. (შესაძლებელია სამუშაო დღედ განისაზღვროს შაბათი ან კვირა)
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, XX მ/ნი, მე-14 სახლის მიმდებარედ

სამუშაო მიზანი:

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოებს პირად საქმეს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის და გაუმჯობესების მიზნით;
** ბავშვის ცენტრში შემოსვლიდან 30 დღის განმავლობაში შეაფასებს მის ფუნქციურ, ფსიქო-ემოციურ და აკადემიურ საჭიროებებს და კოორდინატორს წარუდგენს წერილობით დასკვნას ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესადგენად;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს ცენტრის ბენეფიციარის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს და ცენტრის კოორდინატორს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციას აწვდის პროგრამის მენეჯერს;
** ცენტრის მულტიდისციპლინარული გუნდთან ერთად ადგილზე აფასებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს და მოკვლეული გარემოებების შესაბამისად ინფორმაციას აწვდის ცენტრის კოორდინატორს და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკს;
** იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, ცენტრის მულტიდისციპლინარული გუნდთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური დახმარებით;
** მონაწილეობს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებასა და განხორციელების პროცესში;
** იკვლევს ბენეფიციარის აკადემიური ჩამორჩენილობის და ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ჯგუფური და ინდივიდუალური);
** ხელს უწყობს ბენეფიციარის პოტენციალისა და ინდივიდუალურობის გამოვლენას და ოპტიმალური მიმართულებით წარმართვას;
** მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იყენებს სხვადასხვა ტექნიკებს: ტესტირებას, ინტერვიუ და ა. შ.
** კონსულტირების გზით დახმარებას სთავაზობს ბენეფიციართა მშობლებს/ოჯახის წევრებს; (მათი სურვილის შემთხვევაში)
** აწარმოებს პროგრესის ჩანაწერებს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის იმ მიზნებთან მიმართებაში, რაც ფსიქოლოგის ჩართულობას მოითხოვს.
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს ცენტრის თანამშრომლებს.
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელების სხვა დავალებებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფსიქოლოგი (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. (სასურველია: რუსული და აზერბაიჯანული ენის ცოდნა)

პიროვნული მახასიათებლები:

** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა; (სასურველია: ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა)
** ემპათიური;

ჰონორარი/ხელფასი: საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: inga.gabadze@caritas.ge და გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გამოქვეყნების თარიღი: 15.09.22 - 30.09.22

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |