www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კვლევითი პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: გიგა ჭანტურია
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

გიგა ჭანტურია ერთ-ერთი წარმატებული მარკეტინგული კვლევითი კომპანიისთვის ეძებს კვლევითი პროექტების მენეჯერს.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების მომზადება, ჩატარება, ანალიზი და შემდგომი კონსულტაცია.

დასაქმების შემთხვევაში, კომპანია გთავაზობთ:

** შრომის კონკურენტულ ანაზღაურებას;
** საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
** ყოველწლიურ პრემიას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო ლიმიტს;
** ლოკალური და საერთაშორისო კონტაქტების შეძენის საშუალებას;
** პერიოდულად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს;
** კეთილგანწყობილ და თავის სფეროში პროფესიონალ კოლეგებთან მუშაობის შესაძლებლობას;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ გადადით ბმულზე: https://tchanturia.ge/rpm/

გისურვებთ წარმატებულ კარიერას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |