www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: VIP მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 16 ოქტომბერი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიის ყველა პროდუქტის - სპორტის, სლოტის, კაზინოს, მინი თამაშების, პოკერის და სამაგიდო თამაშების განვითარებაზე ზრუნვა;
** კომპანიის არსებული ბაზრის და მისი კონკურენტების კვლევა, შესაბამისი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ვიპ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** VIP მომხმარებლებისთვის ახალი აქციების დაგეგმვა, მომზადების პროცესის კოორდინაცია და შესრულების ვადების კონტროლი;
** აქციის ბიუჯეტის მომზადება;
** შეთავაზებული აქციების, შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** კომპანიის საიტზე არსებული პროდუქტების ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის.
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში.
** სახელფასო დიაპაზონი: 1200-2500 ლარი
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა - თბილისი.

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "VIP მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |