www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოკვლევის სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის მომსახურების განყოფილებაში მოკვლევის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო აღწერილობა:

** აბონენტთან მოკვლევის დროის შეთანხმება;
** ადგილზე მისვლისას ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა;
** მოკვლევისას ობიექტთან მისასვლელი არსებული ან საპროექტო კომუნიკაციების მიმართულების, სიგრძის (მეტრაჟი), ჭების მდებარეობის, ბოძების მდებარეობის და მათ შორის მანძილის, ქუროს მდებარეობის, ფასადზე ან შენობაში კაბელის მონტაჟის შესაძლებლობის დადგენა;
** კომუნიკაციების მოკვლევისას არხების და ჭების ვარგისიანობის და გამტარობის შემოწმება;
** მოკვლევის შედეგების მთავარ სპეციალისტთან შეთანხმებით განაწესში დაფიქსირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია კავშირგაბმულობის ან სამშენებლო სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ნახაზების წაკითხვა/გარჩევის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ მართვის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული/ინგლისური)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა/დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 73 73 2022 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |