www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მემონტაჟე სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სატელეკომუნიკაციო ქსელის განვითარების მომსახურების ჯგუფი (NIRW) - მემონტაჟე სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო აღწერილობა:

** სადგურზე კონტეინერის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** კონტეინერების შეკეთება;
** სადგურზე კონტეინერის სადემონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** სადგურზე კომუფლიაჟების დემონტაჟი/ მონტაჟი/შეკეთება;
** სადგურზე კონტეინერების, ოთახების კარების და მისი შემადგენელი ნაწილების შეკეთება, მონტაჟი/დემონტაჟი, შედუღება;
** კონსტრუქციის გამაგრება/მონტაჟი/დემონტაჟი);
** კონტეინერში შიდა სამუშაოების შესრულება;
** საწყობთან ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში ანგარიშვალდებული პირის მოთხოვნის შესაბამისად არასამუშაო საათებში სამუშაო ადგილზე გამოცხადება და სამუშაო პროცესის შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინებით გამგზავრება.

დამატებითი ვალდებულებები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამსახურებრივი ავტომანქანის მართვის ვალდებულება;
** კომპანიის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილების/მოვლის ვალდებულება (პირადად უზრუნველყოფს ავტომანქანის გარეგან თუ შიდა სალონის სისუფთავეს);
** ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტის და დროის ასახვა საგზურის ფურცელზე, ტრანსპორტის კოორდინატორისთვის გადაცემა.
** სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის ან/და დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურების ვალდებულება;
** საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისთანავე უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, სადაზღვევო კომპანიის შეტყობინება და შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება;
** პარკირების და საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის საფასურის, ავტოსაგზაო გადაცდომის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმების კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის უზრუნველყოფა და გადახდილი საჯარიმო ქვითრის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული საჯარიმო თანხის გადახდა არ წარმოებს კომპანიაში მოქმედი სხვა რეგულაციით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა/ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა/კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 07 73 73 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |