www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, დ. თავხელიძის 1ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული. შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

კომპანის შესახებ:

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიკური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და ე.წ. მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა,
სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა;
** მშენებლობის ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი;
** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, და სხვ.) წარმომადგენლებთან;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ისევე როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების ზედმიწევნად ცოდნა,;
** შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების ცოდნა, პოზიციისთვის რელევანტური სამშენებლო/საინჟინრო დოკუმენტაციის ზედმიწევნად წარმოების გამოცდილება.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნახაზების წაკითხვის უნარი;
** არითმეტიკული აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს.
** ზრდად კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე:
cv@decoline.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "დეკოლაინი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |