www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული და სტრატეგ. კომუნიკაციების განყ. ხელმძღვანელი
მომწოდებელი: იმპექსფარმი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა და ბრენდის საკომუნიკაციო გაიდლაინების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
** ბრენდის წლიური მარკეტინგული სტრატეგიის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის განსაზღვრა/შემუშავებაში მონაწილეობა, განხორციელება, კონტროლი;
** კომპანიის პროდუქტების (მედიკამენტების და კოსმეტიკური ბრენდების) მარკეტინგული სტრატეგიის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების გეგმის განსაზღვრა/შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება;
** მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ერთიანი წლიური ბიუჯეტის შემუშავება, წარდგენა განსახილველად და დამტკიცებული ბიუჯეტის მართვა;
** ყველა მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციების კამპანიის პროექტების ვადების სრულყოფილად და ეფექტურად მართვა;
** ბაზრისა და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა, პროცესის მონიტორინგი და შედეგების ანალიზის მიხედვით რეკომენდაციების მომზადება, სამოქმედო გეგმის დასახვა და განხორციელება;
** შიდა ბრენდინგის გეგმის შემუშავება და განხორციელება, შიდა კომუნიკაციების დაგეგმვა და განხორციელება, შიდა არხების განვითარება;
** განყოფილების ეფექტურობის მაჩვენებლების უწყვეტი მონიტორინგი, ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა, მაკორექტირებელი ღონისძიებების ინიციირება საჭიროების შემთხვევაში;
** მარკეტინგული პროცედურების და ინსტრუქციების გაწერა სააფთიაქო ქსელის ფილიალებისთვის, დანერგვა და შესრულებაზე კონტროლი;
** კომპანიის ელკომერციის მიმართულების სტრატეგიის განსაზღვრა, იმპლემენტაცია და კონტროლი;
** მარკეტინგული გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი, მართვა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის/მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა:

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** გუნდის ფორმირებისა და ეფექტიანი მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
** პასუხიმგებლობიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@myimpex.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებასს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |