www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

შპს "იზივეი" ეძებს ოფისის თანამშრომელს, რომელიც გააკონტროლებს საწვავს და გასცემს შეკვეთებს ბათუმში.

სქესი არ არის შეზღუდული, საქმიანობას შეგასწავლიან ადგილზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 500 ლარი, გამოსაცდელ პერიოდში;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
** მისამართი: ბათუმი, 26 მაისის #23.

მოთხოვნები:

** ექსელის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

** ამანათების გაცემის განხორციელება;
** საწვავის კონტროლი კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებში გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancyforbusiness@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591005579.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბათუმის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |