www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული/მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

სასტუმროების ქსელი "City hotels" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის და მზარეულის დამხმარეს პოზიციებზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ. სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - მის: თამარ მეფის# 24);
** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (07:00-15:30).

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

მოვალეობები:

** სამზარეულოს სივრცის მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** საუზმის მომზადება ზედმიწევნითი სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა და მზად ყოფნა სტუმრის მისაღებად;
** თანამშრომლებისთვის კვების მომზადება და სამუშაო სივრცის დასუფთავება;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** დღის განმავლობაში, სტუმრებისა და თანამშრომლების კვებაზე გახარჯული პროდუქტების აღრიცხვა-ჩამოწერა და კვების დეპარტამენტის მენეჯერისთვის წერილობითი ანგარიშის წარმოება;
** მეორე დღის მარაგისა და მიზანპლასის მომზადება, მოწესრიგება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;
** უშუალო მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ენერგიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - https://cityhotels.ge/en/home

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |