www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თრეიდ სერვისი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

საერთაშორისო სადისტრიბუციო ორგანიზაცია Trade Service ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

Trade Service არის საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია და არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი საწარმოების პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას 2011 წლიდან, ასევე არის ამავე ბრენდების ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელი რეგიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა არხით პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და გაყიდვების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა B2B მიმართულებით
** კონკურენტების კვლევა და ანალიზი
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამაში ასახვა და მონიტორინგი
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა
** პარტნიორებთან ურთიერთობა; მოლაპარაკებების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით

აუცილებელი უნარები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** Microsoft Office-ის ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
** აქტიური და ინიციატივიანი
** მოწესრიგებული
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შრომისუნარიანი და მიზანდასახული
** ანალიტიკური აზროვნება
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვებიდან %
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საუკეთესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების პერსპექტივას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@tradeservice.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |