www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: Gulf Georgia
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის (რეკრუტინგის მიმართულებით) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გალფის სკოლა, "ისთ ფოინთის" მოპირდაპირე მხარეს (კახეთის გზატკეცილზე).

ძირითადი მოვალეობები:

** ფეისბუქის და სხვა არხების მეშვეობით, კანდიდატების მოძიება;
** მიზნობრივ დასაქმების ჯგუფებში, ვაკანსიის პოსტების განთავსება და დაინტერესებული კანდიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დაინტერესებული კანდიდატების მყისიერი პასუხის გაცემა კომენტარებსა და მესენჯერში;
** საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დაკავშირება;
** პირველადი რეკრუტინგი;
** წინა ხაზის თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მხარდაჭერა;
** პირადი კონტაქტი თითოეულ თანამშრომელთან ინფორმაციის მიღების მიზნით;
** ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის კონტროლი;
** მენეჯერებისა და ადმინისტრატორების მხარდაჭერა კადრებთან დაკავშირებულ საკითხებზე; (მიღება, განთავისუფლება, გადაადგილება).

პიროვნული მახასიათებლები:

** სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება ტრენინგების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf.ge მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე.

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;

ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |