www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბილინგის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ბილინგის რეგისტრატორის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის პირველი შესახვევი.
სამუშო გრაფიკი: 8 ან 16 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით;
** პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
** პაციენტების და ვიზიტორების მომსახურება კომპანიის კორპორატიული სერვისის სტანდარტების დაცვით;
** ბილინგის პროგრამულ უზრუნველყოფაში სამედიცინო შემთხვევების კორექტული და სრულყოფილი ჩანაწერების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული/დოკუმენტწარმოების კუთხით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2022

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/bilingis-registratori/784

"ევექსის ჰოსპიტლები` მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |