www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ - ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები. ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს",
შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებ გვერდზე: https://tsur-group.com/en

კომპანიის მთავარი ღირებულება მოტივირებული და ბედნიერი თანამშრომელია. მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

კომპანია "ცურ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის სოც. მედია მენეჯმენტის, ბრენდინგის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
** პროდუქტების/ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, იდეების შემუშავება;
** ბრენდის პოპულარიზაცია;
** გაყიდვების სტიმულირება;
** ბაზრის ანალიზი.

საჭირო უნარები:

** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული, ენერგიული, მოტივირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: tamar@tsur-group.com, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |