www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება HR განყოფილებაში
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსის მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში პერსონალის შერჩევის მიმართულებით. სტაჟირების პროგრამა 6-თვიანია, შემდგომ დასაქმების პერსპექტივით.

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** ვაკანსიის საჭიროების დადგენა;
** ვაკანსიის განაცხადის ფორმის შედგენა;
** კანდიდატთა მოძიებისა და მოზიდვის პროცესში მონაწილეობა;
** კანდიდატთა პირველადი გადარჩევის პროცესში მონაწილეობა;
** არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
** კანდიდატების ინტერვიუირების პროცესში მონაწილეობა;
** შერჩევის პროცესში არსებული მონაცემების პროგრამულად ასახვა;
** ახალი თანამშრომლის მიღებისა და ონბორდინგის პროცესის მხარდაჭერა;
** HR განყოფილებაში არსებული მენეჯერების დახმარება ყოველდღიურ საქმიანობებში;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** შრომითი გამოცდილება (მათ შორის სტაჟირების პროგრამა) პერსონალის შერჩევის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** კარიერის განვითარების სურვილი ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებით;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (HR სტაჟიორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |