www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიაკომუნიკაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში ("Bosch", "Gorenje").

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიაკომუნიკაციის სპეციალისტის პოზოციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2022 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება, დავალება

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სოციალურ ქსელებზე შემოსულ შეკითხვებზე დროული, კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება
** სოციალური ქსელების ჩატში შემოსული პრობლემების დროულად დაფიქსირება
** სოციალური მედიის კომენტარებზე პასუხის გაცემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული წერითი უნარი
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, power point)

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Jobsho@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |