www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს საწყობის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

სს "ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა - (ტრანსპორტირება მეტრო სარაჯიშვილიდან)
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდული მასალების დასაწყობება და აღრიცხვა;
** მასალების გაცემის და მიღების პროცედურის დაცვა;
** მასალების ვადის კონტროლი;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია სასაწყობე ან საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტად აზროვნების უნარი;
** წინასწარ დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2022
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/sawyobis-specialisti/836

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595-527-862

სს "ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |