www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

ავტონაწილებისა და სერვისის კომპანია "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია 13 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღეისათვის ფლობს სერვისებსა და ავტონაწილების მაღაზიებს საქართველოს მასშტაბით.

არის ისეთი პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური დილერი და პარტნიორი საქართველოში, როგორებიცაა: NGK, DENSO, MAHLE, VICTOR REINZ, ZIMMERMAN ჯამში 30-მდე დასახელების გლობალური ბრენდი და მათ შორის ENEOS- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

სამუშაოს აღწერა:

** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი
** სავაჭრო ობიექტების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება, პროდუქტის შეთავაზება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი
** დებიტორების კონტროლი
** კლიენტთა მონაცემთა ბაზაზე მუშაობა და მისი მუდმივი განახლება
** შეკვეთილი პროდუქტის ადგილზე დროული მიტანა

მოთხოვნები:

** საცხებ-საპოხი საშუალებების და ავტონაწილებში სამუშაო გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია

უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმის გადანაწილების და ორგანიზების უნარი
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, საბონუსე სისტემა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00

საკონტაქტო ელ-ფოსტა: i.aslanova@premix.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |