www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საქართველოს ICT კლასტერი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

"საქართველოს ICT კლასტერი" არის თანამშრომლობის პლატფორმა, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სფეროს სთეიქჰოლდერებს შორის ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების დამყარებით ხელი შეუწყოს ამ ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საბოლოო ჯამში წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

"Საქართველოს აისიტი კლასტერი" 2018 წელს GIZ-სა და ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა და მისი წევრები წარმოადგენენ ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ქმნიან კიბერ-ფიზიკურ გადაწყვეტებს ელექტრონული მმართველობის და საჯარო ადმინისტრირების, ფინანსური სექტორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკის, განათლების და ცოდნის მართვის, მეცნიერების და კულტურის, ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების, აგრო და სამშენებლო სფეროებისთვის.

Სამუშაოს აღწერა:

** აისიტი კლასტერის დირექტორის მოვალეობაა შეიმუშაოს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული გეგმები, შეათანხმოს ბორდთან და განახორციელოს მათი იმპლემენტაცია.
** აისიტი კლასტერის დირექტორი ახორციელებს ორგანიზაციისთვის საჭირო და საინტერესო პროექტების ფორმირებას, ფონდების მოძიებასა და ამ პროექტების შესრულებას.
** აისიტი კლასტერის დირექტორი წარმოადგენს მთავარ საკომუნიკაციო პირს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისთვის და პარტნიორებისთვის რათა უზრუნველყოს ინფორმაციის სწორი და დროული გაცვლა კლასტერის წევრ ორგანიზაციებთან.
** დირექტორი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორობების დამყარებისთვის, ახორციელებს სხვადასხვა თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მემორანდუმების და პარტნიორული შეთანხმებების ფორმირებას.
** აისიტი კლასტერის დირექტორის მოვალეობაა მოიძიოს და გაზარდოს ორგანიზაციის წევრი კომპანიების და/ან პარტნიორების რაოდენობა.

გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, ფინანსებში, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯერულ და/ან ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** Სსაერთაშორისო ორგანიზაციებთან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის გამართული ფლობა;

Პიროვნული უნარები:

** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** მიზანმიმართული და დასახული მიზნების შესრულებაზე ორიენტირებული ლიდერობის, მართვის და ორგანიზების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** თვითმოტივაციის და თანამშრომლების მოტივირების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: info@ictcluster.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |