www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განსაკუთრებულ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას განსაკუთრებულ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. იოსებიძის #49

ძირითადი მოვალეობებია:

** პარტნიორების ანგარიშების კონტროლი
** პარტნიორების პრობლემების გამოვლენა და მოგვარება
** პროდუქტით და მომსახურებით უზრუნველყოფა გაწერილ ვადაში
** პრაის ლისტების დამუშავება-განახლება (ფოტოებით, კატეგორიებით სორტირებული, სპეციალური ფორმით)
** ნაშთების გამოთხოვა პარტნიორებისგან (გასათიში და აქტუალური პროდუქტები და ფასთა ცვლილების კონტროლი)
** შეკვეთების მიღება-ფორმირება არსებულ პრაის ლისტზე და ნაშთებზე დაყრდნობით
** მიღებული შეკვეთების პროგრამაში ასახვა საჭიროებისამებრ
** შეკვეთის თარიღის ცვლილებაზე შეთანხმება პარტნიორებთან, დროულად ვერ შესრულების შემთხვევაში
** საწყობთან კომუნიკაცია და შეკვეთების შესრულების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გაყიდვებში გამოცდილებას)
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისურის ენის ცოდნა
** პროდუქტთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი
** ოპერატიულობა
** პროაქტიულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (განსაკუთრებულ კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაითვალისწინეთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |