www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT ტექნიკოსი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა მედის პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება: 1 წელი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება - 1000-1200 ლარი, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება, თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი ან პროფესიული ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით;
** სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტექნიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოვლისა და დაცვის წესების გაცნობა თანამშრომლებისათვის და შესრულების კონტროლი;
** კლინიკის ბალანსზე არსებული კომპიუტერების, პრინტერების, ვიდეო ჩამწერების, TV კამერების მონიტორების ტექნიკურად და პროგრამულად მუშაობის მონიტორინგი/გამართვა;
** კლინიკის ბალანსზე ტექნიკასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია/გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქსელური, აპარატურული და სერვერული ინფრასტრუქტურული სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროვაიდერ კომპანიებთან ურთიერთობა (სილქნეტი, კავკასუსი);
** კლინიკის ბალანსზე არსებული სახარჯო მასალით, კარტრიჯების დამუხტვა, "ბარაბნის" და მაგნიტური დისკის შეცვლა;
** კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალაცია, ფუნქციების შემოწმება;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2022 წლის 31 ოქტომბრამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |